* * * (ხელი ჩამჭიდე)


ხელი ჩამჭიდე,
თორემ მარტო ვარ და
გზა თუ ამებნევა,
თუ ვერ გიპოვე და
თუ ვერ მოგაგენი,
იქნებ გაგიჭირდეს.
იქნებ გამოგადგე,
სანამ სული მიდგას
შენთვის ხატად ქცეულს.
იქნებ შევძლო მაინც
შენი სიყვარულის
ჩემად დაგულება.
ხელი ჩამჭიდე და
ცოტა გამატარე
შენთან ერთად გზებზე.
მინდა შენთან ერთად 
გამოვცადო
ჩვენი
მზე და ქარიშხალი.
მინდა გაზაფხული,
ჩვენ რომ მოვიპარეთ,
ერთად ვაყვავილოთ.
მინდა დაგაჯერო
ჩემი ოცნებები
მხოლოდ მე და შენზე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი