არ დაიღალო


იანვრის სუსხით შემოსილი 
მაისს ნებდები.
თან მხრებით გიწევს ბედისწერის 
ცამდე ატანა.
არ დაიღალო, 
შენც ხომ იცი 
ყველა მდინარე, 
თავის აცდენილ კალაპოტს რომ დაუბრუნდება ?
ახლა რა დროა?
რა ქარტეხილს გამოვექეცით...
გახსოვს,  
ჩამტყდარი ხიდები 
რომ ერთად ვაშენეთ?
არაფერია...
გზა თუ ახლა არსაით მიდის.
ნისლს გავფანტავ და ჩვენს სინათლეს 
თავად გაჩვენებ.

მხოლოდ იარე.
არ ჩამომრჩე 
არ დაიღალო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი