* * * (ლექსებს , რომლებსაც არასოდეს გამოვაქვეყნებ…)


ლექსებს რომელსაც არასოდეს გამოვაქვეყნებ
ექნებათ ჩვენი სურნელი,
ჩვენი სხეულის სითბო… 
როგორც სიჩუმე სიბნელეში, 
ღამის წყვდიადში.
უთქმელი განცდა , 
სავსე შიშით, 
სასოწარკვეთით-
რომ ჩვენ ვერასდროს გავიხარებთ 
ამ სიბოროტით სავსე ქალაქში.
კარს გავიხურავ…
შენ საწოლზე ეჭვით დაჯდები
რომ მე უბრალოდ სხეულის ნებას მივენდე და 
გრძნობა არა მაქვს .
დილით კიბეებს ჩავუყვები სწრაფი ნაბიჯით ,
მომავლის რწმენით- 
შენ მოხვალ ჩემთვის...
(პირველი შანსი უკანასკნელ იმედს როგორ გავს…)
და მე იმ ლექსებს ,
არასდროს რომ გამოვაქვეყნებ
 შენ შეგინახავ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი