* * * (ყოველ დღე)


ყოველ დღე
დილით, 
ადრე ვიღვიძებ , 
საკუთარ სხეულს ლოგინის ქვეშ ვმალავ
და მივდივარ.
სარკოფაგისმაგვარ სამყაროში 
მზისფერ ფოთლებზე მოჩურჩულე სულს ვეძებ.
ცეცხლმოკიდებულ წუთებს 
ახლა უშენობა თუ ჩააქრობს,
ძებნა ამაო ყოფილა სხვა ზეცის.

ყორნისფერ გზებზე 
მხოლოდ შენი ნაკვალევი მოსჩანს 
მტრედიფრად.
შენს ნაფეხურებს შორის ამოსულ ოცნებებს 
ხელის კანკალით ვკრეფ.
მალე ჭკნებიან.
ნისლიან მინდორს დაცვარული ტკივილი აკრავს. 
მოჩვენებითია სიმშვიდე მიწის 
და მეც ვნებდები.
უდაბნოს მსგავსად გამომშრალ დღეებს ვტოვებ ზურგს უკან.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი