შენ რომ ზოლიანი კაბა გეცვა ^_^


მოდი, მომიყევი შენს ფანჯრებთან
რაზე იჭორავეს ჩიტებმა.
შენ რომ ზოლიანი კაბა გეცვა,
რაო? რაა თქვეს უბნის ბიჭებმა?

ქალი ლამაზიო, მზის ასული.
სულით მშვენიერი, ცისაო.
როცა მოკრძალებით გაგიღიმეს,
ღაწვი აუწითლდა ვისაო?

მოდი, მომიყევი შენს ფანჯრებთან,
რაზე ეჭორავე მზის სხივებს?.
არა,სიმარტოვე არ ახსენო.
სანამ სიყვარულით ასხივებ.

სანამ გათენება შემოგისწრებს,
სადმე გადამალავ შენს დარდებს.
შენთან შემოფრენილ ჩიტის ბარტყებს,
ნუღარ მიუხურავ დარაბებს.

მოდი, მომიყევი შენს ფანჯრებთან,
რაზე იჭორავეს ჩიტებმა.
შენ რომ ზოლიანი კაბა გეცვა,
როგორ უხდებაო - ბიჭებმა. ^_^
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი