* * * (თვალი გაუსწორე ქარიშხალს და ...)


თვალი გაუსწორე ქარიშხალს და
ყური არ დაუგდო მიკიოტებს.
სანამ მომავლისთვის ბრძოლას შეწყვეტ,
თუნდაც მოგონება გიკიოდეს,

ნაბიჯს ნაბიჯი და გზის ბოლოს ხარ.
სულ რომ მარტოდმარტო მიდიოდე - 
შენი სიყვარულით. ხმა ჩასწყდებათ
მჩხავან,აბეზარა მიკიოტებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი