დილა მშვიდობისა


დილა მშვიდობისა, ჩემი ოცნებების ლურჯად ასრულებავ.
ჩემო გაღიმებავ აღმოსავლეთიდან ცაზე ამონთებად.
ჩემო შორეულო ქარო სურვილების, მინდვრად გაფანტული
ყვითელ ყვავილებად.

კოცნით გაგაღვიძებ,მინდა დამიკრიფო მინდვრის ყვავილები.
თმებში ჩამიქარგო, შენი სიყვარულის მსგავსად , ალაგ -ალაგ.
შენც ხომ შეგიყვარდი, მინდვრის ყვავილივით, ასე უბრალოდ და
ზოგჯერ ხანდახანად.

დილა მშვიდობისა, ჩემო სიყვარულო. შენთვის უჩვეულო,
ვერ გაურკვეველი, თითქოს უცნაური მოსჩანს მწვერვალები.'
და იქ ახლოა, თან,უფრო დიდებული სანახავი არის
ზეცა მეწამული.

მინდა შენთან ერთად ვნახო ცაზე ხოლმე როგორ იწვის დილა.
მინდა ოცნება და არა რეალობა უკვე შეჩვეული.
სანამ ჩაეძინა დაღლილ აღმოსავლეთს, მოდი გიწილადო
ჩემი სიყვარული.

დილა მშვიდობისა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი