* * * ( შენ გაიცინებ...)


შენ გაიცინებ...
მე გეტყვი რომ კვლავ პატარა ვარ
გოგო, რომელიც შენს სიცილზე ისევ ვიბნევი.
გაგეპრანჭები,
შეგიყვარებ, თავს შეგაყვარებ.
ხელს ჩამჭიდებ და მეც უსიტყვოდ აგედევნები.

შენ გაიცინებ...
დამაბრალებ - ვერ გავიზარდე,
რადგან ოცნებებს ვერ ველევი, ასე ძალიან
ვებღაუჭები იმ სამყაროს, სადაც მე და შენ...
მხოლოდ მე და შენ, და ტკივილთა ეშაფოტია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი