* * * და იყო დილა ...


და იყო დილა,
თრთოდა ზეცა აღმოსავლეთით.
ცა იყო შორი,
წვდომის სურვილს მოვყავდი
შენთან.
თუ გერქვა სხვისი
უკითხავად გახლებდი ხელს ან
ნებით თუ არა,
ძალით მაინც მიმყავდი ჩემთან.
და მერე იყო ბევრი დილა
ლამაზი, წრფელი.
და იყო ბევრი სიცილი ან
შეშლილი ბოდვა.
და იყო ფიქრი აკრძალული
ნატვრების,
გზების,
ოცნების - ცა რომ გადაღება
მეწამულისფრად.
და იყო წელი
შენთან ერთად განვლილი უკვე.
და იყო ქისა, მოგონებით სავსე
პირამდის.
არ არის ახლა ხსნა სხეულის
წარსულისაგან.
ნება რომ მქონდე,
ამ აწმყოსაც შევიწირავდი-
რომ იყოს დილა
შენთან ერთად,
ცის მიღმა სახლში.
რომ იყოს ფიქრი უშიშრად თან
საერთმანეთო.
იქნებ და მერე მაინც შევძლო
საზღვრებს გასულმა,
მთელ სამყაროს რომ
მივაძახოთ- გავიპარეთო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი