ვეღარ მოვდივარ


აღარ მოვედი,
ბევრჯერ ვცადე...
ბევრჯერ მინდოდა...
ბევრჯერ დაგპირდი
და ბოლო წამს გადავიფიქრე.
გზას მოვყვებოდი,აქამდე რომ არ გამივლია.
და გზის დასასრულს ვერ ვხედავდი
დაბრმავებული.
ასე მგონია, დასასრული თუ აქვს ყველაფერს,
ჩემი ტკივილიც მიყუჩდება,როგორც თანდათან
ქრება ყოველი ლამაზი და ამქვეყნიური
რჩება წარსულში. (თავს გვახსენებს მაინც ხანდახან).
ვეღარ მოვდივარ.
შიშით სავსე გული ვერ ვზიდე.
ვაი თუ, უკვე გვიანია შენი დანახვა.
ღმერთო, შემინდე, 
გარიდებდი თავს რომ აქამდე.
ღმერთო,შემინდე,
შენს თვალთაგან ვცადე დაფარვა
ყველა სისუსტის,უტიფრად რომ მძლევდა დღითიდღე.
თუ მოგიხმობდი,გისმენდი და არ ვიგონებდი.
რა სიბრიყვეა, ღმერთო,ჩემი გაუგონრობა.
რა უსასრულოდ დიდი ხარ და მე კი ვერ გწვდები.
2 კომენტარი
ნათია ხუნაშვილიმწერალი, ჟურნალისტი.4 წლის წინ

საოცარი გოგო ხარ.💓

ნათი, თავად საოცარო

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი