* * * (ხან მინდა ვგავდე...)


ხან მინდა ვგავდე
ხის კენწეროს შერჩენილ ფოთოლს,
ქარი რომ მოსწყვეტს ,
მიაბარებს მიწას და წავა.
ხან მინდა ვგავდე
ეზოს ბოლოს ამოსულ ყვავილს,
უსახელოს და შეუმჩნეველს...
ყველაზე გვიან
შენ მოხვალ ჩემთან.
გამოწვდილ ხელს ვერც კი შეამჩნევ .
და თავდახრილი,
ფრთამოტეხილი ჩიტების მსგავსად,
ვერ გადავუფრენ ცივ ქალაქებს
თბილ ქვეყნებისკე.
და მოურწყავი ყვავილივით 
დავჭკნები ალბათ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი