* * * (სარკმლიდან დაცლილი მთვარე ჩანს )


სარკმლიდან დაცლილი მთვარე სჩანს.
ოცნებებს ვეღარც კი ვაგროვებ.
საბნის ქვეშ დამალულ ზღაპრებში
ოდესღაც მყავდი და დამტოვე
სიზმრების ამარა. ვარსკვლავებს
გაუთქვამთ მთვარესთან სურვილი,
წასვლა რომ მინდოდა სხვა გზებით,
ლექსებზე ფიქრით და წყურვილით.
სარკმლიდან უშენო ღამე სჩანს.
ფურცლებზეც სიჩუმე თარეშობს.
რამე თქვი.შენი ხმა მასმინე,
სანამ ლექსს ღრუბლებში მთვარე შობს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი