* * * (არ გინდა, ნაბიჯებს ნუ მითვლი...)


არ გინდა.
ნაბიჯებს ნუ მითვლი.
დრო გადის
და მაინც სუსტი ვარ.
ნუ მიძღვნი ხელოვნურ ყვავილებს.
ხელოვნურს
ჩემს თავსაც ვერ ვიტან.
ვთამაშობ
გულგრილს და უსისხლოს.
ხანდახან
სასტიკი ქალი ვარ.
არ გინდა,
ნაბიჯებს ნუ მითვლი.
ისედაც შეშლილი დავდივარ.
გამიშვი,
ფურცლებზე ვიბნევი,
ყოველ დღე,
ლექსად თუ ფრაზებად.
ოდესღაც მხედავდი ბედნიერს,
სიცოცხლით სავსეს და თავნებას.
არ გინდა,
სიყვარულს ნუ იმჩნევ,
მეც უკვე სიცივეს ვეჩვევი.
თუ ჩემი სიცოცხლე არ მეყო,
სიკვდილის მერე ხომ შეგხვდები,
გეტყვი რომ
უშენოდ მკვდარი ვარ.
ქალი ვარ უსისხლო ვენებით.
თვითონ ვკლავ ყველაფერს ლამაზს და
რამდენჯერ გავაგდე ვნებები.
არ გინდა,
ნუ მითვლი ნაბიჯებს.
იმედით ნუ მიცქერ
ნიღბიანს...
ოდესღაც მიცნობდი ბედნიერს.
ოდესღაც მიყვარდი იღბლიანს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი