სად ხარ ღამეო?!


სად ხარ ღამეო?
ატუზული ჩემს ფანჯარასთან,
ასე სასტიკი მარტოობით
რომ მანებივრებ.
მოდი და ისევ
მომიქსოვე ფიქრის მანტია,
შემოვახვიოთ ოცნებებს
და
მომარბენინე
ის ზეცა,
შენ რომ შემაყვარე.
ასე თავხედი,
ახლა რომ თითქოს კეთილშობილს გავხარ,
რა ჰქვია
ასეთ სიჩუმეს?
აუტანელ სილამაზეში
შემოსაზღვრული სურვილები რკალად გაკრია.
სისულელეა მოლოდინი უკეთესობის.
დათმობებიდან დაწყებული
ჯანყით ვსრულდები.
ყოველ დილით თუ გავიღვიძებ,
ვტოვებ სხეულს და
საღამოს შენთან
უსულო და მუნჯი ვბრუნდები.
სად ხარ ღამეო?
მთვარეც არ სჩანს.
სად გყავს?
სად სძინავს?
სანამ გხედავ და თვითონ გიხმობ,
მოდი,
მომმადლე.
განმარტოებულს
შენი მკაცრი ხედვა მჭირდება.
ლოცვადქცეული
სმენა დახშულ
ბრმას
რომ არ ვგავდე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი