* * * (ფანჯრის მინებზე აკაკუნდა უცებ სურვილი )


ფანჯრის მინებზე აკაკუნდა უცებ სურვილი
შენთან წამოსვლის.
(როგორ იცის მოწყენა ამ დროს)
მოგონებები დარაზმულან ქუჩის კუთხეში,
ნაცნობ ქვაფენილს ავუყვები ამჯერად მარტო.
ნატვრებს მძივებად ავკინძავ და შევიბნევ ყელზე.
აპრილის ქარს თან გავიყოლებ ნოემბრის სუსხად.
მე გაპატიებ გაცრუებულ იმედებს, ოღონდ
ასე თვალთმაქცი ნუ შემხვდები, გაფიცებ, ნურსად.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი