* * * (უძილობისგან ჩაცვენილ თვალებს )


უძილობისგან ჩაცვენილ თვალებს,
ჩაკეტილ კარებს, 
უსასრულოდ გაწელილ ღამეს, 
შეწყვეტილ სიზმარს, 
სხვაგან რომ სძინავს...
და მაინც ვზივარ, 
ვზივარ და 
მაინც ვდარაჯობ იმას,
რაც არ არის და არც ყოფილა, 
რად უნდა დაცვა? 
ან ლოდინი რად უნდა ვითომ.
როცა იცი რომ არ მოვა და 
შენ მაინც ზიხარ. 
ზიხარ და 
უკვე სიამაყეც მიიპარება 
ისე ჩუმად და ფეხაკრეფით, 
რომ ვერც კი ხვდები.
ლამის და მსხვერპლად შეეწირო 
ვერგაურკვეველს. 
ნუ ითხოვ შველას, 
დიდი ხანია პატარა არ ხარ. 
მარტო ხარ მხოლოდ-
-სიხარულთან და ტკივილთანაც 
თანაბარ წილში.
უძილობისგან ჩაცვენილ თვალებს 
მაინც ვერავინ მოგიშუშებს.
მაინც ვერავინ ვერ გააღებს 
ჩაკეტილ კარებს.
შეწყვეტილ სიზმარს 
ვერ უპოვი გაგრძელებას და 
ნუ ელი იმას, 
რაც არ არის და 
არც ყოფილა 
არასდროს თურმე.

აღარ ხარ ბავშვი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი