* * * (წახვალ და ვიტირებ პატარა ბავშვივით )


წახვალ და ვიტირებ პატარა ბავშვივით.
ცრემლებით წავლეკავ სამყაროს იცოდე.
მიდი და ახლა თქვი არ ვარო გულგრილი.
მიდი და გაბედე შეშლილი მიწოდე.
ცივი ხარ როგორიც იანვრის თოთხმეტი.
წახვალ და ჩამოთოვს ხომ ვიცი ამაღამ.
დღეს უკვე მიზიდავს ზამთართან თამაში,
მე შენში გაზაფხულს ვეძებდი არადა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი