ქაოტური სიჩუმე

ერთ ჩვეულებრივ დღეს, ერთი ჩვეულებრივი გოგო, ერთ ჩვეულებრივ ტროტუარზე არაჩვეულებრივად იდგა.
ჩვეულ რიტმში მივქროდი ტროტუარზე, დაახლოებით 2-3 მეტრი მაშორებდა მისგან, რომ რაღაც უცნაურმა ძალამ მაიძულა გაჩერება.
თითქოს ვიღაც გაერთო ჩემი ბედისწერისას.

დაახლოებით 5 წამი ვიდექით გაშეშებულები და ერთმანეთს ვუყურებდით, ყველაფრის რიტმა ერთად იმატა და უცბად ყველაფერი შეწყდა.

არანაერი ხმა აღარ ჩამესმოდა, გარდა შინაგანი მონოლოგისა.

უფრო სწორად, მხოლოდ ჩვენი არავერბალური დიალოგის გარჩევა შემეძლო,   სხვა არაფერი აღარ არსებობდა, და არც იმის საჭიროება იყო, რომ ეარსება.

მხოლოდ მე და ის,

ის და მე,

მინდოდა, რომ არასდროს დარღვეულიყო ქაოტური სიჩუმე...

ეს სრულიად საკმარისი იყო.
არაფერი არ მომხდარა, მაგრამ ყველაფერი მოხდა.