ოცნება

ოცნება თვითგადარჩენის ინსტინქტს მოჰყვება საჩუქრად.
ოცნება სიცარიელეში იბადება, ის შენში არსებული სიცარიელის ამოსავსებად იქმნება.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანი, სხვადასხვა რაღაცეებზე ოცნებობს, თუმცა ყველას აქვს ერთი განსაკუთრებული ოცნება, რომელიც დიდი ხნის წინ დაიბადა და წარუშლელ მოგონებად ინახება მეხსიერებაში.
ოცნება, რომელიც არ დაგავიწყდა.
სწორედ ეს ოცნება გაიძულებს ღამეების გათენებას.
სწორედ ეს ოცნება არ გაძინებს ბალიშთან მარტო დარჩენილს.
სწორედ ეს ოცნება გაძლევს მუხტს, რომ სუნთქვა შეძლო.
სწორედ ამ ოცნების წიაღში დაიბადა სიყვარული, სიყვარული, რომელიც გჭირდება.

სწორედ მაშინ გიყვარდება ადამიანი, როდესაც ის შენში არსებული დაუვიწყარი ოცნების გმირის პროტოტიპად გევლინება, როდესაც იგი რეალურ ხელშესახებ სახეს იღებს. 

როდესაც ეს თანხვედრა გჭირდება, შენ ფიქრობ, რომ იპოვე ის გმირი, რომელსაც წლების განმავლობაში აწყდებოდი ყველგან, უბრალოდ არ იცოდი როგორი იყო სინამდვილეში.
და აი შედგა ის ნანატრი წამი, როდესაც შეძელი დაგენახა რეალურად ის, ვინც ბავშვობიდან მოსვენებას არ გაძლევს, ის ვინც ყველა შენს სიზმარში შეფარულად მონაწილეობს. ის, ვისი არსებობის ადგილიც შენში მუდმივად იყო.
ის ვისზეც მთელი ცხოვრებაა ოცნებობ...  

შენ ფიქრობ, რომ პირველად შეხვდი შენი ოცნების გმირს, არადა, როგორ წესი, ის მხოლოდ იმ გმირის პროტოტიპია.
შენ საერთოდ არ გიფიქრია იმაზე, რომ ეს არ არის ის გმირი, რადგან შენ მხოლოდ ირეალურის და რეალურის თანხვედრა გჭირდებოდა, თანხვედრა რომელიც ოცნებას რეალურს გახდიდა. 

როდესაც აცნობიერებ, რომ პროტოტიპი გმირისგან ვერ განასხვავე, იმედგაცრუებული რჩები, ისევ მარტო შენს ოცნებასთან, რომელიც გადარჩენისთვის გჭირდება.
ბედნიერი ის ვინც იპოვის ადამიანს, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე შეუცვლელია, 
რომელიც არათუ პროტოტიპი, არამედ თვით გმირია...