უკვე ერთი საათია დაფრინავს და დაძინების საშუალებას არ მაძლევს.

თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი,

ახლა კი - მის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ.

ის უწყინარი ჩანს, მისი ეფექტი - საშიში...

ძალიან ნაზია, არ შევხებივარ, მაგრამ ვგრძნობ...

არც მინდა რომ შევეხო, რადგან ვიცი, რომ შეხების შემდეგ მისი არსებობა, იმდენად ამაღელვებელი აღარ იქნება, როგორიც ახლაა.

ის გაფრინდება და აღარ დაბრუნდება, 

მე კიდევ ყოველთვის მემახსოვრება პეპელა, რომელმაც დაძინების საშუალება არ მომცა!