ინტიმური სიჩუმე

ჩვენი ურთიერთობა ვანგოგის ”ვარსკვლავებიან ღამეს” ჰგავს. 
ნახატში ვერსად ვერ იპოვი ვარსკვლავს,

თუმცა იგრძნობ, რომ ვანგოგმა ნამდვილად ვარსკვლავებიანი ღამე დახატა.
ჩვენს ვერცერთ დიალოგში ვერ იპოვი სიტყვას, რომელიც ფლირტზე მიუთითებს,

თუმცა ყოველი წინადადების მიღმა არსებობს ინტიმურ სიჩუმეზე უკუკავშირი. 

ჩვენ სიტყვებით ურთიერთობის უფლება არ გვაქვს,

რადგან ორივე ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ტაბუირებულია.
ჩვენ მხოლოდ სიტყვებს მიღმა არსებულ ინტიმურ სიჩუმეს ვუსმენთ.