მე

მე ვარ შენში არსებული ხმა, რომელიც შენ შექმენი.
მე მხოლოდ მაშინ ვარსებობ, როდესაც შენ მაძლევ არსებობის უფლებას. 
მე მხოლოდ მაშინ განებებ თავს, როდესაც შენ ჩვენს მიერ შედგენილ მორალს არ უხვევ.
მე იქ ვჩნდები სადაც შენ იკარგები,
მე იქ ვქრები სადაც იწყები შენ.
მე არ ვიარსებებდი, შენ რომ არ დაგჭირვებოდი.
მე შენს სულში არსებული, ქაოსს ვახშობ.
მე ყველა შენი განუხორციელებელი სურვილი ვიცი.
მე ვაპროექტებ შენს სიზმრებს და ამით მიგანიშნებ ცვლილებებისკენ.
შენ ჩემი სახით, შენში, შენზე ძლიერს მიეცი არსებობის უფლება.  
მიყვარხარ იმედგაცრუებული, რადგან ვიცი, რომ შენ ყოველი იმედგაცრუება გაძლიერებს... 
მიყვარს როდესაც შენში ორნი ვართ.  
სწორედ ამ დროს ხდები ერთ ჩვეულებრივ ადამიანზე მეტი!  
შენი მე...