ნაწყვეტი ,,გასეირნება”

მე მივდიოდი შორს, გავურბოდი ხალხს, გავურბოდი ამქვეყნიურ შეგრძნებებს, მსურდა გავთავისუფლებულიყავი ყველაფრისგან რაც მე მზღუდავდა.

           მივდიოდი...      

     რაც უფრო გავურბოდი ბედისწერას, მით უფრო ვუახლოვდებოდი მას, როგორც ოიდიპოს მეფე. არ მყოფნიდა დედამიწა დასაპყრობად, როგორც ალექსანდრე მაკედონელს. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ არაფერი არ ვიცოდი როგორც სოკრატემ. მეჩვენებოდა, რომ ეს სრული აბსურდი იყო, როგორც ფროიდს. მე ვტიროდი, როგორც ტიროდა ჰერაკლიტე ადამიანების უგუნურ ქმედებათა ხილვით გულაჩუყებული. მე მსურდა მეტი სინათლე როგორც გოეთეს. მე არ მეშინოდა სიკვდილის, რადგან ვაცნობიერებდი, რომ გლოვა მუდმივად იქნებოდა როგორც ვან გოგი, ვგრძნობდი სიკვდილის გემოს როგორც მოცარტი, ჩემი იდეის უკვდავსაყოფად უკან არ ვიხევდი როგორც ჯორდანო ბრუნო, მე ვეთანხმებოდი ბალზაკს, რომ არაფერი არაა ისეთი აუტანელი როგორც ბედნიერი კაცი. მე მჯეროდა, რომ ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა, როგორც შექსპირს. მე კიდევ ერთხელ ვიხსენებდი გოეთეს, რომელიც თვლიდა, რომ ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.