რა სასიამოვნოა

რა სასიამოვნოა ცხოვრება, როდესაც სათვალე აღარ გჭირდება და ამჩნევ შენს წინ გადაშლილ უნიკალურ სანახაობას.

რა სასიამოვნოა, როდესაც აცნობიერებ, რომ არ გჭირდება მშვენიერების დასანახად რაიმეს დახმარება, რადგან ხვდები რომ ბუნება თავისივე მოცემულობით თვითკმარია.
რა სასიამოვნოა, როდესაც შენს თვალწინ გადაშლილი ხედი არ აღვიძებს უსიამოვნო მოგონებებს.
რა სასიამოვნოა როდესაც ხვდები, რომ ფაქტების და რეალობის აღქმის დამახინჯება არ გჭირდება.
რა სასიამოვნოა დაკვირვება, როდესაც ნაკლს არ ეძებ.
რა სასიამოვნოა, როდესაც მხოლოდ აყვავებული ბროწეულის ხე გაბედნიერებს.
რა სასიამოვნოა, როდესაც შენს თვალწინ ქარი ხეს ყურების ჩამოყრის საშუალებას არ აძლევს.
რა სასიამოვნოა, როდესაც აკვირდები ჩიტს და მისი არ გშურს.
რა სასიამოვნოა, როდესაც ჩიტებზე დაკვირვებით საკუთარ ოცნებებს ფრთებს ასხამ.
რა სასიამოვნოა, სიყვარული როდესაც მასშიც ნაკლოვანებებს არ ეძებ...
რა სასიამოვნოა, როდესაც წყლის ხმა ავისმომასწავლებლად არ ჟღერს.
რა სასიამოვნოა, როდესაც არ გჭირდება მუსიკით სიჩუმის გადაფარვა.
რა სასიამოვნოა როდესაც ბუნებაში გაჟღერებული ჰანგები ჰარმონიულად ჩაგესმის.
რა სასიამოვნოა, როდესაც სიჩუმე არ გაწუხებს.