სელიმა

სელიმა ყველგან ფერადი ბუშტებით დადიოდა.
ის სხვების გამხიარულებით საზრდოობდა.
მას სხვების სიამოვნება სიამოვნებდა.
ის სხვებისთვის ცხოვრობდა.
მას სურდა ფერადი ბუშტებით შეეცვალა სამყარო.
ტკივილს წუთისოფელი მუდმივად აყენებდა, ის კი ფერადი ბუშტების შეგროვებით ებრძოდა მას.
მუხლებში თავჩარგული სელიმა, მაგრად უჭერდა გაყინულ წვრილ თითებს საგანძურს. 
ორ ღრუბელს შორის სხივი გამოიპარა, სხივმა სელიმა ამოირჩია, სელიმა სხივს ებრძოდა, სხივი სელიმას, სხივი არ თმობდა,  არც სელიმა, არც სხივი, არც სელიმა, არც სხივი, სელიმამ დათმო. 
დათმო, რადგან მან იცოდა სხივი ღრუბლებში ნადავლის გარეშე არ დაბრუნდებოდა.
სული სხეულს ვეღარ მოერგო და გაფრინდა.