Im Traum verloren

ყველა ის სტრესორი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გროვდებოდა, ერთ დიდ შავ ბურთად შეიკრა შენს ყელში და ამდენი სიბინძურის გადაყლაპვა ვეღარ შეძელი.
სწორედ მაშინ მოფრინდა ის უხილავი ვნება, რომელმაც უაზრო ფიქრების გენიალურ აზრებად გარდაქმნა დაიწყო, ჩაისახა ოცნება და კიდევ ერთხელ გაწყდა ის რგოლი, რომელიც ორ სამყაროს შორის მტკიცედ არის გაბმული.
ოცნება, რომელიც საშუალებას გაძლევს გადაყლაპო ის ბინძური ბურთი, რომელიც შენს დახრჩობას ცდილობს.
ვერანაერი მეთოდით ვერ უმკლავდები ამ გარდაუვალ წარღვნას, რომელიც შენი აზრით ყველაზე უდროო დროს დაგატყდა თავს და ამსხვრევს ყველა იმ სიმწრით აგებულ პირამიდას, რომელთაც დიდი უბედურების ფასად აშენებდი და მათ მწვერვალზე ატანილი გენიალური აზრები უმისამართოდ იკარგება, მერე ისევ მათ პოვნას ცდილობ, ისევ აგაქვს მწვერვალზე ქვები, მიუხედავად იმისა, რომ იცი, ისევ მოულოდნელად დაბრუნდება წარღვნა და ყველაფერს მიწასთან გაასწორებს.  

იმ ტანჯვით შექმნილ მწვერვალს ჩამოანგრევს, საიდანაც ყველაფრის დანახვა შეგეძლო.
გაიღვიძებ და ისევ ნანგრევები დაგხვდება, შენ ისევ ჯიუტად დაიწყებ დანგრეული ოცნების შენებას, ოცნების რომლის ბედიც ჩასახვის დღიდანვე გადაწყვეტილი იყო.