გოლიათების სორო

“შენი აჩრდილი მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როდესაც შენში გაჩნდება მისი დანახვის სურვილი.
დღეს “გოლიათების სოროდან” მალე წამოვედი.

გოლიათების სოროში ყველაზე კარგად ჩანს საგნების უნიკალურობა, ნორმალურ ადამიანებს, იმათთვის ვისთვისაც შორს დგას ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები, არ აღაფრთოვანებთ ისეთი ნივთები, საგნები, სიტუაციები, როლური თამაშები, თეატრალური წარმოდგენები მაყურებლების გარეშე, ტაბუირებული სექსუალური ფანტაზიების დემონსტრირება, როგორიც აღაფრთოვანებთ იმ სოროში, სადაც ყველასგან დავიწყებული, გადარჩეული თაობა,  ნარკოტიკებით ცდილობს სუპერ-ეგოს მიძინებას და მაქსიმალური სიამოვნების მიღებას. 

თუ ნარკოტიკი გამოილევა, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ალკოჰოლით ხდება ჩანაცვლება, ორგანიზმში ნივთიერებები და  სოროში თამაშის წესები ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესაბამისად იცვლება.
სოროში მოხვედრა მარტივია, თუ დანაშაულის განცდა გტანჯავს და მისგან გაქცევა გსურს, ენთუზიასტი გოლიათები ამაში აუცილებლად დაგეხმარებიან. აქ ყველას ერთი იდეა აერთიანებთ, აქ ყველას სურს მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს მინიმალური ზიანით.
გოლიათების სოროში ყოველთვის უფრო მეტი ქალია, ვიდრე კაცი, ამას მარტივი მიზეზით ხსნიან გოლიათები ქალები ბევრად მარტივად ხდებიან დამოკიდებულები.
სოროში არ არსებობს მუსიკა, რომელიც მოგბეზრდება, არ აქვს მნიშვნელობა მუსიკას ვინ შეარჩევს, აქ ყველას ერთნაერი ნივთიერებათაცვლა აქვს და შესაბამისად ყველას ერთნაერი გემოვნება უყალიბდება.
ეს ყველაფერი რამდენიმე თვის შემდეგ ვისწავლე, მე სოროს პარალელურად უნივერსტეტში ვსწავლობდი და ვცდილობდი გოლიათებთან შეძენილი ცოდნით და ჩემი განათლებით მეპოვნა“პანაცეა”, რომელიც ადამიანების ყოფას უკეთესობისკან შეცვლიდა, თუმცა დასაწყისში მაინც იყო პერიოდები, როდესაც სოროში 3-4 დღე ისე ჩავრჩენილვარ, რომ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ერთხელ მაინც დაღამდა ან გათენდა. 
აქ ისეთი ადამიანებიც არიან ვისაც, მთელი ქვეყანა ეძებს და დღესაც არის გამოკრული ჩემს უნივერსიტეტთან იმ ადამიანების ფოტოები რომლებიც სოროში ცხოვრობენ.
ადრე მიკვირდა, რატომ არ ეშინიათ, რომ ნებისმიერმა ჩემნაერმა ადამიანმა შეიძლება გასცეს მათი ადგილსამყოფელი მეთქი, ბოლოს მივხვდი: გოლიათების სოროს  არავინ არ გასცემს, იმდენად საოცარი ადგილია, იგივეა, რომ გასცე ამქვეყნიური სამოთხე, სადაც თვით ღმერთიც კი შეცდებოდა.
აქ ყველანაერი ადამიანი ხვდება და მათი უმეტესობა რჩება, უბრალოდ აღარ ბრუნდება სახლში, აქ ყველა იმას პოულობს, რასაც მთელი ცხოვრება ეძებს. აქ არაფრის არ ეშინიათ, რადგან არ არსებობს საფრთხე. აქ  სუიციდით არავინ არ ამთავრებს ცხოვრებას, რადგან არავის ტანჯავს განდევნილი მოგონებები. აქ ყველას გაცნობიერებული ყავს თავისი აჩრდილი, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს  ჰყავს ფსიქიკის მიბნელებულ ნაწილში. მეტიც აქ აჩრდილებს ათვინიერებენ, აქ ყველამ იცის ვინ  როდის ხდება აჩრდილი. სოროში გოლიათებს ყველაფერი გარკვეული, გაცნობიერებული და გადაწყვეტილი აქვთ.
სოროში გოლიათები თავიანთ აჩრდილებთან ერთად მშვიდად მიჰყვებიან მორევს...
შენი აჩრდილი მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როდესაც შენში გაჩნდება მისი დანახვის სურვილი.”