თეთრი თავისუფლება

თეთრი თავისუფლება მოფრინდა.
საკმარისია ერთი არასწორი მოძრაობა და ის მაშინვე გაფრინდება.

საათი - კედელზე, მე - სავარძელში, ის  მოაჯირზე გაშეშდა.
უანგაროდ მაჩუქა ის, რასაც ყოველთვის მჩუქნიდა.
ცისკენ აიხედა, გასაფრენად მოემზადა...
მინდოდა კიდევ რამდენიმე წამით დარჩენილიყო.
ფრთები გაშალა, რეპლიკაზე სავარძლიდან წამოვხტი.
თეთრი თავისუფლება გაფრინდა.
მე სუნთქვა დავიწყე.
საათიც ამუშავდა.