ყვავილები

დედა რომელიც ყვავილებს უვლის თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს.

მართალია, მას ზოგჯერ სიჩქარეში  ავიწყდება, რომ ყველა ყვავილს თანაბრად უნდა დაუსხას წყალი, ზოგისთვის მეტი მოსდის, ზოგისთვის ნაკლები.

დედაც ყვავილია, მისთვის არავის არ უსწავლებია რამდენი წყალი სჭირდება ყვავილს. 
ზოგი ყვავილი მალე იზრდება, ზოგი გვიან.
დედამ არ იცის როდის უნდა გადარგას ყვავილი ტყეში. მეტიც მას საერთოდ არ უნდა მისი გადარგვა, დედას „ნება“ რომ იყოს, მას საერთოდ არ გადარგავდა, სულ ქოთანში ეყოლებოდა და დატკბებოდა საკუთარი შემოქმედებით.
დედას სურს რომ ყვავილმა გაიხაროს და „ნაყოფი“ მოისხას, დედა მეგობრებს აჩვენებს თუ რა ლამაზი ყვავილი გაზარდა.

არადა დედა მხოლოდ წყალს უსხამს, დედა ქოთანს იქ დებს სადაც მას სურს და არა იქ სადაც ალბათ ყვავილისთვის უკეთესი იქნებოდა.

ყვავილი გაიზარდა, დედასთვის ის ისევ პატარაა და ისევ დედა წყვეტს სად უნდა იყოს ყვავილი, რადგან დედას აზრით ის არის უკეთესი ადგილი, რომელიც დედამ ჰგონია.
დედას ძალიან უყვარს ყველა ყვავილი, დედა ამაყობს ლამაზ ქოთნებში გამოწყობილი ყვავილებით. დედა ყვავილებს ეფერება, თუმცა ყვავილებს იმაზე მეტი ჭირდებათ, ვიდრე მოფერება და წყლის დასხმაა. 
დედას ამაზე საერთოდ არ უფიქრია, ან იფიქრა და მალევე გადაიფიქრა. 
დედას ყვავილის აზრი დიდად არ აინტერესებს, რადგან მან იცის რომ კარგი ყვავილი ისე იზრდება, როგორც ის გაზარდეს...
მერე მოვა მამა, რომელიც ქოთანს სხვაგან გადადგავს, წყალს დაუმატებს, მოეფერება, ისე რომ დედას არც კითხავს წყალი დაუსხა თუ არა...
მამა „თავისებურად“ უვლის ყვავილებს.
ყვავილი დაჭკნობას იწყებს, მას იმაზე მეტი წყალი დაუსხეს ვიდრე სჭირდებოდა.
თუ გაუმართლა და მზის სხივმა მიაღწია მამის მიერ ამორჩეულ ადგილას, ის ახლიდან დაიბადება. ის მეორეჯერ, ნამდვილად დაიბადება. 
ყვავილი ხვდება, რომ დედ-მამის დაუდევრობის გამო კვდებოდა.
ყვავილი მზის სხივმა გადაარჩინა და მას მზე შეუყვარდა. 

ყვავილი მიხვდა, რომ ის აქამდე არათუ ცხოვრობდა, არამედ უბრალოდ არსებობდა...
მას აღარ სურს წყლის დასხმა, მას წვიმასთან ჩახუტება სურს, მას არ ეშინია რადგან, იცის რომ მზე ყოველთვის გაათბობს. 

ის უკვე ტყეშია წვიმასთან და მზესთან ერთად და იწყებს ახალ ნამდვილ ცხოვრებას.