ვზივარ და ვფიქრობ

ვზივარ და ვფიქრობ რა უნდა ამ ხალხს,
რისთვის იღძრწვიან უფლის მონები?!
წუთი-სოფელში მკვიდრი ხალხთაგან
ერთნაირია თითქოს ყოველი.

მე კი ფერებში ვხედავ სამყაროს,
ამათი არსი არაფერს ამბობს.
ცხოვრობენ თითქოს რაღაცის გამო
და ეს რაღაცა არც კი ჩანს ამ დროს.