იესო

მოჩხრიალებს როგორც გველი ნაკადული სისხლით სავსე,
ის დღე არის როცა ქრისტე გოლგოთასა ჯვარზე აცვეს.
ცა ვერ იტევს მწუხარებას, წვიმა მოდის მიწა სკდება,
თვით სიმართლეს სამსჯავროზე, ორი ავაზაკი ხვდება.

სამარცხვინოდ ჩამოკიდეს, ორ ავაზაკს შორის ისე
თითქოს რამე წაებილწოს, თითქოს რამე არ ჰყოფნიდეს,
ქრისტე როგორც ხორციელი, იტანჯება, მალე კვდება.
ხორცი კვდება, მაგრამ სული, მზის სხივების მსგავსი ხდება

და ანათებს არემარეს მისი სულის სიკაშკაშე,
გარემოში ისადგურებს სიმშვიდე და სილამაზე.
დღემდე მოვიდა ეს კითხვა, და ყველა ამას კითხულობს
ოცდაათ ვერცხლად მას ყიდის,  ნეტავ რაღასღა ყიდულობს?

დარჩა და დღემდე მოვიდა, სახელი მისი წყეული
იუდა არის სისუსტით ჭკუიდან გადარეული.