ჯინსების თაობა

ო როგორ მინდა,
ო როგორ მინდა,
გავცდე საზღვრებს და ავანთო შუქი…

ო როგორ ბნელა,
ო როგორ ბნელა,
საქართველოში ნატკენი გული!

არ მოაბრუნოთ,
არ მოაბრუნოთ,
გეზი თბილისში არ დააბრუნოთ!

გასცდით ამ საზღვრებს,
გასცდით ამ საზღვრებს,
ეს კომუნიზმი მე თავს მაბეზრებს…

არ დამაბრუნოთ,
არ დამაბრუნოთ,
დამტოვეთ ცაში ან ჩამაგდეთ ზღვაში!

არ დაივიწყოთ,
არ დაივიწყოთ,
გეგას უნდოდა ეფრინა ცაში!