ერდემოლის ცა

კალმით ნახატი ერდემოლის ცა
შენ ღმერთმა მოგცა მხოლოდ ერთი ცდა
შენ ხომ არ გინდა ღმერთის გამოცდა?
შენ ადამიანს მოგიხატეს ცა

მერე რა მოხდა თუ-კი წამოგ-ცდა
მთვლემარე დედა ფეხზე წამოხტა
და ბავშვი მატრაკვეცა გამოდგა
მამის გენები სუსტი აღმოჩნდა.

ეჭვმორეული, გაორებული
კორიანტელი კითხვების გაჩნდა,
ნეტავი მართლა ღმერთმა ინება?
ამ ქვეყანაზე ბავშვი რო გაჩნდა?