,,ავიკიდოთ მოგონებები"


ხო, მეგობარო...
ავიკიდოთ მოგონებები,
წლები არ ვთვალოთ _
გადაგვღლიან სნეულებისგან.


ისე ვატაროთ ერთმანეთის
ზურგით ნერვები
სხვამ ვერ გაიგოს
დრო რომ იყო...მწუხარებისა.


მე, ჩემი წილი შეცდომები
ფილტვებით ვზიდე,
ყპველ ჩასუნთქვას
ვაყოლებდი ცრემლებს-ტკივილის
და მერე ბევრჯერ, უამრავჯერ,
იმდენჯერ ვმარცვლე,
სანამ არ ჩაჯდა ცნობიერში
სახელი შენი.


ჩვენ კიდევ ვზიდოთ, 
უფრო მძიმე, ვიდრე აქამდე-
გრძნობა ტონობით
ოდესღაც, რომ 
იქცევა რწმენად,
არ დავიღალოთ მეგობრობით
არც მე და არც შენ...


ტკივილები?
ტკივილები გარდაიცვლება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი