ჩემი ბავშვობის ფოტოაპარატის ..


* * *
ჩემი ბავშვობის ფოტოაპარატის
ფირებს ვნახულობ, -
ძველ ნეგატივებს.
ყველა მათგანი უცნაურად
სამწუხაროა;
ვიღაც ყოველთვის აკლია კადრებს,
ის, ვინც იღებდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი