მე მინახავს მიტოვებული სხეულები ..


მე მინახავს მიტოვებული სხეულები. 
ვიღაც რომ გყავს უძვირფასესი; 
მისი ცხოვრებით ცხოვრობ,  
განიცდი, 
მისი დღეები მიგყვებიან სიბერისაკენ, 
მაშინ ხდება, რომ გავიწყდება, 
მცირე ხნით მაინც, 
დაბრუნდე და 
შენს თავს დახედო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი