მადლობა სიყვარულს


მადლობა სიყვარულს,
რომელიც უფრო 
დიდი დროის განმავლობაში
რჩებოდა ჩემთან,
ვიდრე ისინი,
ვინც მიყვარდნენ და 
მაინც დამტოვეს
და თან იცოდნენ,
ადრე თუ გვიან
სიყვარულიც გამეცლებოდა
იმ პრინციპით, რომ
ერთ კაცს, 
მარტოკაცს
საკუთარი თავიც ეყოფა
ცხოვრებისათვის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი