მარტო თუ ცხოვრობ


მარტო თუ ცხოვრობ
და არასდროს 
არავინ გიცდის  შენს მყუდრო სახლში,
მაინც ნელა და დიდი ხმაურით
გააღე ხოლმე მთავარი კარი,
რომ იმათ-შენი
სახლის კეთილმა 
და უცნაურმა მშვიდმა სულებმა
მოასწრონ და კვლავ დაიკავონ
ის ადგილები,
სადაც  უჩინრად
არიან ხოლმე,
რომ მერე, მთელი ღამის მანძილზე,
არ ჭრიალებდეს იატაკი
ყველა ოთახში.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი