0 28

დამნაშავეა ქარი


- დედი, მითხარი, იმ  ხეს,
რატომ  აჭრიან  ტოტებს?
- შვილო, თეთრეულს  გვიხევს,
ეზოში  გვიყრის  ფოთლებს.

- მისი  ბრალია  მერე?!
დამნაშავეა  ქარი.
ხე  ხომ  არ  გვიყრის  ფოთლებს,
როცა  მზეა  და  დარი!
კომენტარები (0)