ირინა და ხბო


- დედი, დედი! იცი, რა? -
მე  ბოჩოლამ  მირქინა!
უკან  გამომეკიდა
და  კინაღამ  მიკბინა.

- არ  გრცხვენია  ირინა?
ხბომ  როგორ  შეგაშინა?

- რა  ვიცოდი  ბოჩოლა,
ჩემთან  თუ  თამაშობდა.
არ  ველოდი, უბრალოდ,
თორემ  ხბო  დამაფრთხობდა?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი