0 32

ჩემო ღმერთო


ჩემო ღმერთო, 
ჩემო ფარო,
სიბრძნით წყნარო, 
საფიცარო.
შენ ხარ 
რომელიცა ხარო,
უკვდავ სულებისა წყარო.
ხარ ქებული, 
დიდებული,
სიტყვავ, 
საქმით შეუმცდარო.
ქარის ფრთებით 
განფენილი, 
წმინდა სულების სამყარო.
კომენტარები (0)