სხვისი სევდა


კედლის საათი გამალებით წიკწიკებს თორმეტს - 
უფროსი ისარი მხევლად რომ ისვამს უმცროსის ფიქრებს...
კემსავს ძაფებად ამოტვიფრულ ხრიოკთ ზმანებას,
საათის როკვით შეშინებულ თვალების სარკეც...

ფურცლებს მელნად სდის სიტყვის მარცვლები, 
უხილავ ბგერებსაც მდუმარე გოდება...
სულგამოვლილნი მუზათა მხლებლებს,
ევედრებიან დაბინავებას...

გონის ტილოზე დახატული გრძნობების ჩანჩქერს,
განტევებული განაჩენი ემატება სიღრმის პათოსად.
სახელდახელოდ რომ ატორტმანდა ლურჯ კაბადონზე,
ვარსკვლავებისგან ნარუდუნევი ღამის ზმანებაც...

ჰყეფენ ვარსკვლავნი სიმარტოვეს მთლიანობაში..
სძაგთ განწირული მთლიანობა სიმარტოვისა..
უმისამართოდ მიმოფანტულ 
გულისტკივილებს, 
იახლოვებენ გულთან ახლოს, სულის ტანჯვისას..


გულის ქვევრიდან გადმომღვრეულ სისხლის ზღვის აღმრევთ,
ამურს ან ეროსს შეჰნატვრიან გრძნობის კალაპოტს...
სადღაც, სიღრმეში ჩალექილი ფუჭი იმედით, 
ზვარაკებივით შეჰბღავიან გრძნობებს კუპიდონს..


2018.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი