0 162

მუზა


მელანქოლიის ევდემონიზმით,
სხვა ენდორფინის ვიწყე გასინჯვა. 
ზღვის სიმფონიაზე გალათეა
გამოვიცეკვე 
და ნატვრისფრად შევკმაზე გრძნობის ფორტუნაც.

ბანალურ ქაოსში დავარცხნილი მხოლოდ სიტყვა მაქვს, 
ჩემი ლექსები შეფუთულია ღრმა მეტაფორით..
არას ვაშიშვლებ საკუთარ აზრებს ყველა მოკვდავთან, 
რადგან სიშიშვლე მწამს მე მხოლოდ გონთ სულის..

აშარი მუზაც გაწრთობილია ალეგორიით,
ბინადრობს გაღმა,აპოგეას ეალერსება...
ისწრაფვის უფრო შორს, ღრმა დინებისკენ,
და ჩემს გრძნობებთან აკვშირებს მხოლოდ ლექსის გზა...


2018.
კომენტარები (0)