0 0 46
* ცარცის წრე
ცარცის წრეზე ვცეკვავ,
როგორც ჯიბე ხურდებს,
შეანჯღრევს და ქექავს,
გროშსაც რომ ვერ პოვებს.
წრის კიდეზე ხალხი,
წრის შიგნით კი მევარ,
და ცხოვრების გავლით
საფეხურებს ვთელავ.
წლები გადის,მივდევ,
რეალურად, ვცეკვავ,
წრის წრეწირზე კი წლებს
ვეღარ ვითვლი, ვეღარ.
თანაც ვფიქრობ,მე ვარ
პრობლემების მშობი,
ეგ ხომ მხოლოდ ჩემთან,
თქვენთან უკვე მოვრჩი.
მგონი, უკვე დროა,
ჩამოვუყვე კიბეს,
ზოგი ამბობს, ჯერ არ,
ეს სამყაროც მიძლებს.
სხვებს ვუჯერებ ვითომ?!
არც კი იყოს სწორი,
საკუთარ თავს სისწორს
გადასდევენ დრონი.
დარწმუნებით ვიცი,
ნაბიჯს მივცემ უკან,
ორიოდე სტრიქონს
გაძლებს კალმის ძუაც.
ბოდიშს გიხდით, ვეღარ
ავუყვები კიბეს,
ცარცის წრე კი წლობით
დამიფშვნეტავს თითებს.