0 18

*აპათია


*აპათია

ახლა აპათიამ ღამე გაათია,
თითო საათიც კი საქმის ნამატია,
სევდის ჭიუხებში ფიქრმა ამატკია-
ყველა ადამი ხომ ბოლოს წარმართია.

ახლა აპათიამ ღამე გაათია, 
მზეც კი აღარა ჩანს , თითქოს ავდარია,
ალბათ ისევ ყველა გამოვა და გვიან
შეეხვეწებიან - ღმერთო, გამათია.

ახლა აპათიაც აღარ აბადიათ,
ღამის წინარეც კი ისევ თამაშშია,
მაგრამ გულში ჯიბრზე წესებრ ანარქია,
ვეღარ მაჯობაო ერთმა აპათიამ.

ახლა აპათიამ ღამე გაათია
თითქოს ვერ მოიგო ბრძოლა, ნამარცხია, 
ახლა აპათია ისევ აზარტშია
ჭადრაკში მისი სვლა კი მხოლოდ შამათია.

მსხერპლი ადამიანთა სულებია.
კომენტარები (0)