0 33

ვერ გასწავლი


მე ვერ გასწავლი,როგორ მოიქცე,
როცა სიტყვები გეტყვიან უარს.
მე ვერ გასწავლი,როგორ მოგიხმე,
როცა პირველად შევყროდით გუმანს.

მე ვერ გასწავლი,როგორ ვიყავი,
როცა სიტყვები იცრა საცერზე,
მე ვერ გასწავლი, როგორ ვიგრძენი
მჭრელი ფიქრები დანისა წვერზე.

მე ვერ გასწავლი გასწავლი, როგორ შორია
ახლა მანძილი ჩემ და შენ შორის,
სიმარტოვე რომ ისევ სულშია
და შენი ხმებიც უკვალოდ მოდის.
კომენტარები (0)