0 1

*****


ღამით,როდესაც ყველა სახლშია,
გარეთ კი მარტოდ ვიქნები ბაღთან,
ჩემი სული რომ კვლავ ავდარშია,
თან სიმარტოვეს ვუდგევარ ლანდად.

არავინა მყავს ტოლი და სწორი
და არცა კაცი გამარჯვებისა,
სიტყვის არმქონი,ხელის ჩამჭიდი,
დამარცხებისას გვერდში დგომისა.

და აგრე გადის ჩემი ცხოვრება
შემყურე მხოლოდ საკუთარისა,
დახარბებული სხვაზე კი არა,
მონაპოვარის გამფრთხილებლისა.

რადგანაც ქვეყნად ვიცი ვიქნები,
მე უთვისტომოდ, ამორძალითა,
მაშ,წყეულ იყოს მთელი ქვეყანა
თავის კაცით და ადამითა!
კომენტარები (0)