0 141

** სიმწარე


დარაბებს მიღმა მოჩანს “პროცესია”

აღმართ-აღმართ რომ მიაბიჯებენ

და სახეებზე ემჩნევათ მალვა

ღიმილის, გამოგონილი ტირილის ნაცვლად.

ღიმილი, მკვლელი ყოველი ფერის
ჩნდება, ვერ მალავს ნამდვილსა განცდას
და ვერც საკუთარი მეგობრის ტკივილს
ვერ იტვირთავს ის ქრისტეს მსგავსად.

დავიწყებიათ მისვლის საბაბი,
გული სიხარულით უფეთქავთ თურმე,
დაკრძალვის შემდეგ სუფრიდან ზანტად 
დგებიან უმორცხვოდ-მუცელით მაძღრად.

და აგრძელებენ მოძღვრას სხვებისას
გულანარევი სიტყვებით,მაგრამ 
გაუმაძღარი სული, გონება
არა ჩერდება უამბობს ზღაპარს.

მომავალსა ჟამს წავლენ სადღაც შორს, 
გაილეშებიან
როგორც ქართველ კაცს შეჰფერის, ვაჟკაცს,
ჭიქა ღვინოში ჩათრეულ მაძღარს
თავს შეახსენებს მათ ამპარტავანს.

მიბარებული კაცი მიწაში სულს რომ ღაფავს და, 
მეგობარს მისულს მოიგონებს, ჭიქა ღვინოს მიასხავს საფლავს.


გამობრუნდება ღლიცინ-ღლიცინით და გააგრძელებს ზემოთ ნათქვამს.
კომენტარები (0)