0 88

შორს უნუგეშოდ


მე ეს ამინდი მაღელვებს ცამდის
და სერენადის წვრილი ჰანგები,
სულში ჩატეულ გრძნობის მათარას
თან დაჰყვებიან ძვლები ნატეხი.

იგი სავსეა სევდის ჭიუხით
და თარეშობით მთელსა სხეულში,
ვიცი ამ გრძნობას ვერ გადვურჩები
და დავსახლდები შენ წინ “ნუგეშში”

ნუგეშს, რომელსაც სიშორე ჰქვია
ნაჭედი წუთით და წუთის წამით,
ის გამიტაცებს მე შორს ძალიან
და ვერასოდეს ვერ დაგეწევი! /////
კომენტარები (0)