0 85

აგონია ქართულად


ქვეყანა გვინდა რომ იყოს მთელი,
განათებული,გაბრწყინებული,
მაგრამ იმას ვეღარა ვხვდებით,
შეძლებს კი ამას მარტო უფალი?!


ჩვენ ერთურთი ვკლათ სიტყვით და დანით,
ვაგინოთ,ვკიცხოთ,სილა გავაწნათ,
ნუთუ იტვირთავს ის ამდენ ცოდვას
და გადმოხედავს ჩვენს ქვეყანას?!


ულოცველობით, უსაქმურობით,
უწიგნურობით, არამედ რაღაც სხვით:
ფურთხით, ზიზღით და ორგულობით
ზურგში თქმითა და პირში ტკბობით.


ამპარტავნებით, შურით, უქმ გმობით,
აუგითა და მცირედი კარგით,
ვერ გამიგია რად გვიღირს ავი
უკუგვიგდია სიკეთე რარიგ.


დაგვიწყებია წინაპრის ხმალი
მათი კალამი და სახსოვარი,
უნდა გავკვალოთ უფლისა ნებით
და კბილ დავიცვათ მონაპოვარი.


პატივი ვაგოთ ღმერთის დიდებას,
ვიკიდოთ ჯვარი მით გაჭირვებით,
თორემა ეჰ,ადვილი ცხოვრება
ჩვენს მტერს ჰქონოდეს,ვთმობთ მთელ სიცხადით.

და ამიტომაც:
უმალ მოვიდეთ საღ გონზე, აზრზე,
გავიხედოთ წინ , შორს მომავალში,
მარტო არ არის პირჯვარის წერა 
საშველი მხარე საქართველოსი.
კომენტარები (0)